Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მუხლი –2.2.–ის საფუძველზე ვბრძანებ 1. განხორციელდეს „მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების“ კონკურსი; 2. „მიზნობრივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 30 000 ლარი; 3. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი); 4. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა – ა.წ. 1 აპრილის 17.00 სთ–მდე. 5. საკონკურსო საბუთები, ხოლო შემდგომში, დასრულებული პროექტის ანგარიში (ტექნიკური და ანალიტიკური) უნდა აიტვირთოს ბმულზე https://www.tsu.ge/ge/faculties/social/books/iv5pzb1oe4ukrny_-/zbhly8sltj3bpsk2b// 6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 5 აპრილს; 7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 7 თვე 2019 წლის 15 აპრილიდან 15 ნოემბრამდე; 8. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს; 9. პროექტის მონაწილეთა ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად პროექტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარმოდეგნის შემდგომ; 10. დაფინანსებული სამეცნიერო–კვლევითი პროექტის მართვას ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის პროგრამულ მხარის შესრულებაზე, ხოლო საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვას ახორცილებს ფაკულტეტის ფინანსურ კონსულტანთან შეთანხმებით. 11. პროექტის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში პროექტის მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა; 12. პროექტების შერჩევას, დაფინანსებული სამეცნიერო–კვლევითი პროექტის მიმდინარეობასა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს დეკანის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: • თამარ დოლბია – კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი • თეონა მატარაძე – კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში • ვალერიან მელიქიძე – ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში; • იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი • ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი • ნინო ჭალაგანიძე – ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი • სალომე დუნდუა – ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი • თეა ვახანია – ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი 13. დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. 14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.